ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებადაა
აღიარებული.
ჩვენ გთავაზობთ ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსს ( მოზარდებისა და
უფროსებისათვის ).
თეორიული კურსის პარალელურად, გაეცნობიან ფოტოგრაფიის კლასიკოსი და
თანამედროვე ავტორების ნამუშევრებს.
მსურველები ასევე შეისწავლიან ფოტო რედაქტირებას ციფრულ პროგრამებში
Adobe Photoshop და Lightroom.
კურსის დასრულების შემდგომ მოეწყობა დასკვნითი ფოტოგამოფენა, გაიცემა
სერთიფიკატი.
მსურველები შეისწავლიან ფოტოგრაფიას სხვადასხვა განხრით:
მხატვრული (Fine Art)
პორტრეტი
სარეკლამო
კონცეპტუალური
ნატურმორტი
რეპორტაჟი
განათებასთან მუშაობა
ფოტოგრაფიის კლასში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 1-ჯერ,
გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 - 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე, ასაკი: 14+