ჩვენ შესახებ

ცნობილია, რომ ხელოვნება ზემოქმედებას ახდენს ბავშვის არა მარტო ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, არამედ ინტელექტზე, სულიერ ღირებულებებზე... ხელოვნება იყო და რჩება ბავშვის აღზრდის უნივერსალურ საშუალებად.
ჩვენი განზრახვა კეთილზე კეთილია - ბავშვები და მოზარდები ვაზიაროთ ხელოვნების მრავალფეროვნებას.  სწორედ ამ მიზნით შეიქმნა  ბავშვების ხელოვნების სახლი - “DEPHANIkidArt”...  
ხელოვნების სახლის შემოქმედებითი  პროცესის მთავარი მიზანია: მოზარდში მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება, მსოფლმხედველობის, ესთეტიკური გემოვნებისა და სულიერი ღირებულებების სამყაროში სწორი ორიენტაციის გამომუშავება, რაც ააქტიურებს ადამიანის აზროვნებას, გონების აქტივობა კი უდიდესი სიკეთეა, რომელსაც ხელოვნება იძლევა.
ჩვენი ამოცანაა:  ბავშვები (მოზარდები) პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებით ვაზიაროთ მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებას, რაც ხელოვნების ცალკეული დარგების შესწავლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენთან ხელოვნების დარგების შესწავლა ხდება არა ცალ-ცალკე, არამედ მათ სინთეზში, როგორც ერთიანი შემოქმედებითი პროცესი. სასურველია, ამ პროცესს მოზარდი ადრეულ ასაკში ეზიაროს, შესაბამისად, ამ პროცესს უნდა მიეცეს ისეთი მიმართულება, რომელშიც, უპირველესად, გამოვლინდება ბავშვის შემოქმედებითი ნიჭი. ამავე დროს, იგი მიიღებს თეორიულ ცოდნას მხატვრული აზროვნების თავისებურების, მისი ცალკეული დარგების შესახებ.  
კრეატიულ-შემოქმედებითი პროცესი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ბავშვების ხელოვნების სახლის პროგრამებშია გათვალიწინებული, ამდიდრებს მოზარდის სულიერ სამყაროს, ავითარებს ფანტაზიას, წარმოსახვით უნარებს, მეხსიერებასა და სხვ. ერთი სიტყვით, ბავშვის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.  
“DEPHANI kidArt”-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებით, რომელთაც ბავშვებთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, ისინი ჯგუფური და ინდივიდუალური მიდგომებით, თითოეული ბავშვის შემოქმედებით ნიჭს სწორ მიმართულებას აძლევენ. ჩვენმა პედაგოგებმა ზუსტად იციან, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია...  
DEPHANI kidArt”-ში თბილი, მყუდრო   და უსაფრთხო გარემოა  შექმნილი, ამიტომაა რომ  ბავშვები ჩვენთან  ძალიან კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ თავს.
23.07.2015