კლასები
მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ!!!
• გაკვეთილების რაოდენობა და კლასები შეგიძლიათ აირჩიოთ შეუზღუდავად;
• ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში იმოქმედებს 10 – 15 % -იანი ფასდაკლება;
• მეცადინეობის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლე გადასახადისაგან არ თავისუფლდება!
• გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა ხდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით!
• ხელოვნების სახლის დირექციასა და მოსწავლეს (მშობელს) შორის იდება ხელშეკრულება;
• სწავლის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველი თვის 1-3 რიცხვებში, უნაღდო
ანგარიშსწორების სახით;
• ხელოვნების სახლში მოსწავლე უზრუნველყოფილია სამუშაო ინვენტარის დიდი ნაწილით, მოსწავლე შეიძენს მხოლოდ ინვენტარის იმ ნაწილს, რომელსაც იგი არანორმირებულად ხარჯავს. მოსწავლის დამატებითი ინვენტარი: გუაში (12 ფ.), ფერადი ფანქრები (12 ფ.), პლასტელინი (12 ფ.) ან თიხა(თეთრი), კონტეინერი, წინსაფარი ან მაისური.
• სასწავლო წლის ( 1წელი = 10 თვე) ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი;
• სასწავლო წლის ხანგძლივობა 10 თვე;
• საშობაო არდადეგები: 29 დეკემბრიდან 8 იანვრამდე.
“DEPHANI kidArt”-ში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით
10:00-დან 21:00 საათამდე (ორშაბათი ჩვენთან დასვენების დღეა).
ხელოვნების სახლში ფუნქციონირებს ზამთრისა და ზაფხულის სკოლები ბაკურიანში!!!
“DEPHANI kidArt”-ის მოსწავლეებისათვის წელიწადში მინიმუმ სამჯერ ტარდება გამოფენა, საჩვენებელი ღია გაკვეთილები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები (პლენერზე გასვლა, ექსკურსია და სხვ.), სისტემატურად ტარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, პროექტები და კონკურსები, შეხვედრები ცნობილ ხელოვანებთან...
სასწავლო მეთოდური პროგრამები შემუშავებულია ასაკობრივი შკალის მიხედვით, მოსწავლეთა ასაკის
გათვალისწინებით ხდება ჯგუფების დაკომპლექტებაც!
ასაკობრივი ჯგუფები იყოფა ოთხ კატეგორიად:
1. 4 წლიდან - 7 წლამდე;
2. 7 წლიდან - 10 წლამდე;
3. 10 წლიდან - 16 წლამდე;
4. 16 წლიდან - ზევით.
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველი თვის 1 – 5 რიცხვებში, უნაღდო ანგარისწორების წესით.
მოსწავლეთა ჩარიცხვა:
1. ჯგუფში ჩარიცხვა ხდება მოსწავლის (მშობლის) მიერ ანკეტის შევსების საფუძველზე (ანკეტას თან უნდა ერთვოდეს მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი (მშობლის პირადობის მოწმობის ასლი) და მოსწავლის ერთი ფოტოსურათი 3X4).
2. ადმინისტრაციასა და მოსწავლეს (მშობელს) შორის იდება ხელშეკრულება.
31.07.2015
იხილეთ ვრცლად...