ხელოვნება იყო და რჩება ბავშვის აღზრდის უნივერსალურ
საშუალებად.
ჩვენი ამოცანაა: ბავშვები (მოზარდები)
ვაზიაროთ მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებას.
ხელოვნების კლასში შეისწავლება: ქართული და
მსოფლიო ხელოვნების ისტორია, მითოლოგია.
•მითოლოგია - ადამიანმა აზროვნება მითოსური წარმოსახვით დაიწყო.
ქართული, ბერძნული, შუამდინარეთის, სკანდინავიური, ბიბლიური მითების
შესახებ საუბარი(ვიდეოჩვენებებით) ამდიდრებს ბავშვის წარმოსახვით
უნარებს და აძლევს დიდ მასალას მხატვრულ სამყაროში შესასვლელად.
• საუბრები ხელოვნებაზე - ჩვენი მიზანია ბავშვებს გავაცნოთ მსოფლიო,
მათ შორის ქართული ხელოვნების ისტორია. თითოეული მხატვრული ნიმუშის
ვიდეო-ჩვენებისას თან ვაძლევთ მოკლე ინფორმაციას ხელოვნების სახეების
მხატვრულ-გამომსახველობითი სპეციფიკის შესახებ, ცნობებს ხელოვანების
ბიოგრაფიისა და თავისებური მხატვრული მანერების შესახებ.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ , დღის
სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 18:00 - საათამდე (სამშაბათიდან
შაბათ-კვირის ჩათვლით).
ხელოვნება
30.07.2015