სწორი მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება აუცილებელია
ბავშვობის ასაკიდან!
მეტყველების კლასში შეისწავლება: მეტყველების
კულტურა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, კარგი აზროვნებისა და წარმატებული
მომავლისთვის ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ
მეტყველების კულტურა . ყველაფერი მოდის გონებიდან. ბავშვი
ეჩვევა სწორ, ლოგიკურ აზროვნებას, უყალიბდება ხმა, ტემბრი,
ემოცია. ეხსნება ყოველგვარი კომპლექსი, უადვილდება წაკითხულის
სწორად აღქმა.
კურსის მიზანია: სამეტყველო აპარატის დამუშავება
(სავარჯიშოები), სწორი სუნთქვის გამომუშავება, სამეტყველო ხმა და მისი
გავარჯიშება სიტყვების მარაგის გამდიდრება, ზეპირსიტყვიერება,
თანხმოვანი და ხმოვანი, სიტყვის დამარცვლა, ასო-ბგერების (ლ, ვ, რ)
სწორად წარმოთქმა, ინტონაცია და მახვილები, სისინა და შიშინა
ბგერების დაყენება-კორექცია, აჩქარებული და ნელი მეტყველების
გამოსწორება. კითხვასთან შეგუება, ლექსების შესწავლა, მოთხრობების
შედგენა, ლოგოპედური და სუნთქვითი სავარჯიშოები,
განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება სწორ მეტყველებაზე,
წიგნზე მუშაობა.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ , დღის
სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 18:00 - საათამდე (სამშაბათიდან
შაბათ-კვირის ჩათვლით).
მეტყველება
30.07.2015