წიგნს შეუცვლელი ღირებულებები გააჩნია!
ჩვენი ხელოვნების სახლი გთავაზობთ წიგნის სამყაროს
წევრობას. სამწუხაროა იმის აღიარება, რომ ახლანდელი თაობა
წიგნის კულტურას გადაეჩვია. იგი არ კითხულობს და არც აინტერესებს ის
ღირებულებები, რომელსაც წიგნის კითხვა და მისი განუმეორებელი სამყარო
გვთავაზობს. ამიტომაცაა, ამ თაობის საოცარი ლექსიკური შიმშილი,
ფანტაზიის უქონლობა და რაც დრო გავა ეს ყოველივე უფრო და უფრო იჩენს
თავს.
ჩვენთან ბავშვები გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის აღიარებულ
შედევრებს, ცხადია ქართულსაც. წარმოსახვაში შექმნიან მათთვის
საყვარელი გმირების ტიპაჟებს, განივითარებენ თხრობისა და წერის
კულტურას. ბავშვები მიეჩვევიან წიგნთან ურთიერთობას და
შეიყვარებენ მას.
წასაკითხი ბევრი გვექნება, დიდი და პატარა ამბები: მოთხრობებად,
იგავებად, ლექსებად დაწერილი. რაზე არა - მცენარეებზე, ცხოველებზე,
ზღვებსა და მდინარეებზე, თავისთავად ადამიანებზე. ვიკამათებთ კიდეც.
ვისწავლით თამამ აზროვნებას, რაც ჰაერივით ჭირდება ნებისმიერ
საზოგადოებას.
წიგნს შეუცვლელი ღირებულებები გააჩნია. კარგია კომპიუტერი,
თანამედროვე და აუცილებელი, მაგრამ იგი წიგნს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ
წიგნს ადამიანივით სულიერი თვისებები გააჩნია..
მეცადინეობები ჩატარდება - კვირაში ერთხელÂ
1/1.5 საათის განმავლობაში (სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
ჯგუფები დაკომპლექტდება ასაკობრივი შკალის მიხედვთ (6-7, 8-9, 10-16).
ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 8-10.
“წიგნის სამყარო“
30.07.2015