მეტყველების კლასში შეისწავლება: მეტყველების კულტურა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, კარგი აზროვნებისა და წარმატებული მომავლისთვის ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ მეტყველების კულტურა . ყველაფერი მოდის გონებიდან. ბავშვი ეჩვევა სწორ, ლოგიკურ აზროვნებას, უყალიბდება ხმა, ტემბრი, ემოცია. ეხსნება ყოველგვარი კომპლექსი, უადვილდება წაკითხულის სწორად აღქმა.
კურსის მიზანია: სამეტყველო აპარატის დამუშავება (სავარჯიშოები), სწორი სუნთქვის გამომუშავება, სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება სიტყვების მარაგის გამდიდრება, ზეპირსიტყვიერება, თანხმოვანი და ხმოვანი, სიტყვის დამარცვლა, ასო-ბგერების (ლ, ვ, რ) სწორად წარმოთქმა, ინტონაცია და მახვილები, სისინა და შიშინა ბგერების დაყენება-კორექცია, აჩქარებული და ნელი მეტყველების გამოსწორება. კითხვასთან შეგუება, ლექსების შესწავლა, მოთხრობების შედგენა, ლოგოპედური და სუნთქვითი სავარჯიშოები, განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება სწორ მეტყველებაზე, წიგნზე მუშაობა.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ , დღის სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 18:00 - საათამდე (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით).
![](/../media/1000261/k/4-2.jpg)