ჩვენი განზრახვა კეთილზე კეთილია - ბავშვები და მოზარდები ვაზიაროთ
ხელოვნების მრავალფეროვნებას.
ხელოვნების სახლის შემოქმედებითი პროცესის მთავარი მიზანია:
მოზარდში მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება,
მსოფლმხედველობის, ესთეტიკური გემოვნებისა და სულიერი ღირებულებების
სამყაროში სწორი ორიენტაციის გამომუშავება, რაც ააქტიურებს ადამიანის
აზროვნებას, გონების აქტივობა კი უდიდესი სიკეთეა, რომელსაც ხელოვნება
იძლევა.